1. მთავარი გვერდი
  2. პროგრამა
  3. განაცხადის ფაზის შესახებ

გაიარეთ ინკუბაცია

გაიარეთ ინკუბაცია და აქციეთ თქვენი იდეა ბიზნესად.

ჩაერთე ინკუბაციაში და აქციე შენი იდეა სოციალურ საწარმოდ.

ინკუბაციის პროგრამა უზრუნველყოფს ყველა საჭირო რესურსს და მხარდაჭერას თქვენი იდეის წარმატებულ საწარმოდ გადასაქცევად. ვინაიდან ადგილების რაოდენობა შეზღუდულია, ინკუბაციაში მოხვედრა შესაძლბელია განაცხადის შევსებით. ეს საშუალებას აძლევს ჩვენს ექსპერტ ჟიურის შეარჩიოს ყველაზე პერსპექტიული იდეები გავლენის პოტენციალის, ინოვაციის ხარისხის, მიზანშეწონილობისა და გუნდის შესაძლებლობებზე დაყრდნობით.

წარმატებულ განმცხადებლებს აქვთ წვდომა ფართო შესაძლებლობებზე, მათ შორის:

– მენტორობა და მხარდაჭერა თქვენი ბიზნესისა და გავლენის მოდელების ვალიდაციაში, თქვენი იდეის პროტოტიპირებაში, პირველი მიმდევრებისა და მომხმარებლების შესაქმნელად.
– Social Impact Award-ის მოგების შანსი, რომელიც მოიცავს დაფინანსებას, აღიარებას და ჩვენი ყოველწლიური SIA სამიტის ბილეთს.
– კავშირი ჩვენს საერთაშორისო ალუმნი საზოგადოებასთან, რომელიც შედგება 1000-ზე მეტი სოციალური მეწარმისგან 25-ზე მეტი ქვეყნიდან.

ჩართვა

ჩვენი ინკუბაციის პროგრამა დაგეხმარებათ თქვენი იდეა სრულყოფილ სოციალურ საწარმოდ აქციოთ.

დაიწყე სოციალური ბიზნესი

Selection Process

  1. დაშვების კრიტერიუმები

    ჩვენი ადგილობრივი SIA გუნდი განიხილავს ყველა განაცხადს, რათა დარწმუნდეს, რომ ისინი შეესაბამება ოფიციალურ დაშვების კრიტერიუმებს.

  2. ჟიურის არჩევანი

    ჩვენი ჟიური, რომელიც შედგება კერძო, საჯარო და მრავლობითი სექტორის ექსპერტებისგან, აფასებს განაცხადებს ჩვენი შეფასების კრიტერიუმების საფუძველზე.

  3. ფინალისტების გამოცხადება

    ჩვენი ადგილობრივი გუნდი გამოაცხადებს ფინალისტებს, რომლებიც ჩაერთვებიან ინკუბაციაში.

  4. უკუკავშირი განაცხადზე

    ჩვენი ადგილობრივი გუნდი ყველა განმცხადებელს (არა მხოლოდ ფინალისტს) აძლევს შესაძლებლობას მიიღონ უკუკავშირი მათ განაცხადზე.

გაეცანი ჟიურის წევრებს

ჩვენი ადგილობრივი ჟიური უზრუნველყოფს, რომ ინკუბაციის ფაზაში მონაწილეობა მიიღოს ყველაზე პერსპექტიულმა იდეებმა.

გაეცანი მათ პროფილებს

დასაშვებობის კრიტერიუმები

თანმიმდევრული დაშვების კრიტერიუმების დაცვით, ჩვენ შეგვიძლია შევასრულოთ ჩვენი მისია, დავეხმაროთ ახალგაზრდებს სოციალური მეწარმეობის სფეროში პირველი ნაბიჯების გადადგმაში . განმცხადებლები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:

1. რადგან პრორგრამა ახალგაზრდებისთვისაა, განმცხადებლის გუნდის ყველა წევრის ასაკი უნდა იყოს 18-დან 30 წლამდე.

2. ჩვენ მივესალმებით როგორც იდეებს, რომლებიც ჯერ არ განხორციელებულა, ასევე იდეებს განხორციელების ადრეულ ფაზაში. თუმცა, განხორციელებული იდეების წარდგენა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროექტი დაარსდა გასული წლის 1 იანვრის შემდეგ.

3. განმცხადებელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს SIA-ს ინკუბაციაში იმავე იდეით, რომლითაც მიმართა და არ უნდა ჰქონდეს მიღებული Social Impact Award ჯილდო წინა წლებში.

ჩაერთე

ჩვენი მსოფლიო დონის ინკუბაციური პროგრამა თქვენს იდეას სრულყოფილ საწარმოდ გადააქცევს.

Get started

Timeline

  1. განაცხადების მიღება დაწყებულია

    თქვენი გზა სოციალური მეწარმეობისკენ იწყება აქ.

  2. აპლიკაციები დახურულია

    განაცხადის მიღების ბოლო ვადა ამოიწურა და განაცხადების მიღბა დასრულებულია. ჩვენი ექსპერტი ჟიური დაუყოვნებლივ დაიწყებს განაცხადების განხილვას.

  3. ფინალისტების გამოცხადება

    ინკუბაციაში მონაწილეობის მისაღებად შერჩეული ყველაზე პერსპექტიული საწარმოები გამოცხადდება ჩვენი დაჯილდოების ცერემონიის დროს. ღონისძიება ყველასთვის ღიაა.

  4. უკუკავშირი

    მათთვის, ვინც ვერ მოხვდა ინკუბაციაში, გზა აქ არ სრულდება. ყველა განმცხადებელს უფლება აქვს მიიღოს უკუკავშირი მათ განაცხადზე ჩვენი ექსპერტი ჟიურისგან, რაც მათ მიაწვდის საჭირო ინფორმაციას თავიანთ საწარმოზე მუშაობის გასაგრძელებლად.