ისტორია
გამოიკვლიეთ ჩვენი ზრდა ჩვენი დაარსებიდან 2009 წელს. ჩვენ მივაღწიეთ რამდენიმე საკვანძო ეტაპს და უფრო მასშტაბური გავხდით მთელ მსოფლიოში, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდით.
International History
-
დასაწყისი
2009
პიტერ ვანდორი ქმნის Social Impact Award-ს, რათა გაარკვიოს არიან თუ არა სოციალური მეწარმეები ავსტრიაში. მისი ძიება წარმატებულია – პირველი ჯილდო მოიგო Project-E, ეთიოპიის ობოლი გოგონების პროფესიულმა სკოლამ.
-
საზღვრებს გარეთ გასვლა
2012
Social Impact Award პირველ ნაბიჯებს დგამს ავსტრიის ფარგლებს გარეთ. ინოვაციური ლიცენზირების მოდელით და Impact Hub Prague & Ropot-ის მხარდაჭერით, პროგრამა გავიდა ჩეხეთსა და რუმინეთში.
-
SIA-ს განვითარება
2015
ახლა ევროპის 10 ქვეყანაში მოქმედი SIA მხარს უჭერს 4000-ზე მეტ სოციალურ მეწარმეს. SIA-ს ყოფილი გამარჯვებული იაკობ დეტერინგი იღებს მმართველი დირექტორის როლს და აჩქარებს პროგრამის ინკუბაციისა და საზოგადოების ფაზების განვითარებას.
-
პირველი SIA სამიტი
2016
პირველი SIA სამიტი იმართება ვენაში, სადაც იკრიბებიან პროგრამის გამარჯვებულები მთელი მსოფლიოდან.
-
გლობალური მასშტაბი
2018
ამჟამად SIA მოქმედებს 20 ქვეყანაში ევროპის, აფრიკისა და აზიის მასშტაბით, SIA მოიცავს 6000-ზე მეტ ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეს. ინკუბაცია განვითარდა, რათა გაეზარდა ფოკუსი მენტორობასა და პროტოტიპის შექმნაზე.
-
გამძლეობა პანდემიის დროში
2020
COVID-19-მა მთელს მსოფლიოზე იქონია გავლენა. SIA აციფრულებს მთელს პროგრამას და ეხმარება ათასობით ახალგაზრდა სოციალურ მეწარმეს, პოსტ-პანდემიური აღდგენის ბირთვში სოციალური ინოვაციები გამოიყენონ.
-
ახალი რეალობა
2021
COVID-19 შეზღუდვები შემსუბუქდა, SIA-ს ფიზიკური შეკრებები ნელ-ნელა ბრუნდება მთელს მსოფლიოში. SIA წარმატებით ფართოვდება ოთხ ახალ ქვეყანაში: კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკა, გერმანია, სლოვენია და უკრაინაში და სხვადასხვა ახალი ფორმატების შემოღებით უპრეცედენტო დადებითი გავლენის ციფრებს აღწევს.
-
ტრანსფორმაციული წელი
2022
SIA შემოიღებს ჰიბრიდულ მიდგომას მთელს მსოფლიოში და წარმატებით ახორციელებს 18 პროგრამას ომის, კონფლიქტისა და კრიზისის დროს. 160 გამარჯვებული და კურსდამთავრებული იკრიბება ვენაში, ავსტრიაში SIA სამიტზე, პირველ სამიტზე პანდემიის დაწყების შემდეგ და უდიდეს სამიტზე SIA-ს ისტორიაში.
Local History
-
SIA საქართველო
2017 წელი: Social Impact Award ვრცელდება საქართველოში ადგილობრივ ორგანიზაცია Impact Hub Tbilisi-თან თანამშრომლობით. პირველ წელს, პროგრამა მხარს უჭერს 400-ზე მეტ ახალგაზრდას, რათა დაიწყონ თავიანთი მოგზაურობა სოციალურ მეწარმეობაში.
ჩვენი გუნდი
ჩვენი გუნდი დაუღალავად მუშაობს პროგრამის ხარისხის გასაუმჯობესებლად და მისი გავლენის გაღრმავებისთვის.
რატომ ვარსებობთ
ყველა ჩვენი სამუშაო და სტრატეგიული გადაწყვეტილება იმართება ძლიერი ხედვითა და მისიით.
ჩვენი ზეგავლენა
2009 წლიდან SIA-მ გავლენა მოახდინა ცვლილებების ათასობით ახალგაზრდა აგენტზე 25-ზე მეტ ქვეყანაში.