პროგრამა SIA 2009 წელს ავსტრიაში შეიქმნა ვენის უნივერსიტეტის ინიციატივით და განხორციელდა Impact Hub Vienna-ს მიერ. დღეს პროგრამაში 20-მდე ქვეყანა მონაწილეობს.
საქართველოში პროგრამა უკვე მეხუთე წელია ხორციელდება
რა არის სოციალური საწარმო?
სოციალური საწარმო არის ბიზნესპრინციპებით მოქმედი საწარმო, რომელსაც აქვს სოციალური მისია. ეს არის ორგანიზაცია, რომელიც იყენებს ბიზნესის მიდგომას საზოგადოებრივი პრობლემების მოსაგვარებლად, თუმცა, ჩვეულებრივი ბიზნესისაგან განსხვავებით, მოგებას ისევ სოციალური მიზნებისთვის იყენებს.
პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები:
Social Impact Award 2021 – საინფორმაციო შეხვედრები
Social Impact Award-ის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება 14 აპრილს, 17:00 საათზე ონლაინ:
- საინფორმაციო შეხვედრის ბმული: https://bit.ly/3DNImYJ
- სარეგისტრაციო ფორმა: https://bit.ly/3DMwNky
- FB ბმული: https://fb.me/e/1uRH37tF4
ვორქშოფები ყველა დაინტერესებული პირისთვის
ვორქშოფების სერია, რომელიც დაგეგმილია Social Impact Award-ის ფარგლებში, ჩატარდება ონლაინ რეჟიმში. ვორქშოფები შეეხება ისეთ თემებს, როგორიცაა, სოციალური მეწარმეობა, იდეების გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა და ბიზნესგეგმის შემუშავება.
- 26-28 აპრილი – ვორქშოფების I სერია
- 2-4 მაისი – ვორქშოფების II სერია
- 5-7 მაისი – ვორქშოფების III სერია
ვორქშოფები უფასოა და ღიაა ყველა დაინტერესებული პირისთვის!
განაცხადების მიღება
Social Impact Award – ის საკონკურსო ნაწილში მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ საპროექტო განაცხადის ონლაინ ფორმა. განაცხადების გამოგზავნა შესაძლებელი იქნება 8 მაისიდან 27 მაისის ჩათვლით. ინფორმაცია საკონკურსო ნაწილის შესახებ განახლდება უახლოეს დღეებში.
*ვორქშოფების გავლა არ წარმოადგენს პროგრამაში მონაწილეობის წინაპირობას.
პროგრამის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან საკონსულტაციო შეხვედრა
23 მაისს გაიმართება შეხვედრა პროგრამის ორგანიზატორებთან და ჟიურის წევრებთან, სადაც საკონკურსო ნაწილში მონაწილეობის მსურველები გაუზიარებენ თავიანთ იდეებს და მიიღებენ მათგან რეკომენდაციებს.
ფინალისტი გუნდების გამოვლენა
საკონკურსო განაცხადების მიღება დასრულდება 27 მაისს, აპლიკაციებს განიხილავს დამოუკიდებელი ჟიური და აფასებს შემდეგი კრიტერიუმებით: პროექტის სოციალური გავლენა, ინოვაციურობა და განხორციელებადობა. აღნიშნული კრიტერიუმების საფუძველზე, ჟიური ფინალური ეტაპისთვის 6 გუნდს შეარჩევს. ფინალისტი გუნდები გამოვლინდებიან 21 ივნისს.
გუნდების ინკუბაცია
ფინალში გადასული გუნდები ორთვიან ინტენსიურ ინკუბაციას გაივლიან ივნისსა და ივლისში. გუნდები მიიღებენ Impact Hub Tbilisi-ს ორთვიან წევრობას, სადაც კოორდინატორებთან და მენტორებთან ერთად შეიმუშავებენ და დახვეწენ ბიზნესგეგმას.
დასკვნითი პრეზენტაციები და გამარჯვებულების გამოვლენა
4 ოქტომბერს ფინალისტი გუნდები ჟიურის წინაშე წარადგენენ ორთვიანი ინკუბაციის შედეგს. ჟიური გამოავლენს 2 გამარჯვებულ გუნდს, ხოლო ონლაინ ხმის მიცემის საშუალებით შეირჩევა კიდევ ერთი გამარჯვებული გუნდი. თითოეული გამარჯვებული გუნდი მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 დოლარის ოდენობით და დაესწრება Social Impact Award ის საერთაშორისო სამიტს.
საკონკურსო განაცხადის შევსებისას გაითვალისწინეთ, რომ:
- გუნდი უნდა შედგებოდეს მაქსიმუმ 4 პირისგან;
- გუნდის წევრობა შეუძლია 18-დან 30 წლამდე პირს;