Social Impact Award-ის ფინალისტები გამოვლინდნენ
პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში […]
პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები გამოვლინდნენ. კონკურსის ფარგლებში სულ 48 აპლიკაცია შემოვიდა და ჟიურიმ, მათ შორის, რვა საუკეთესო პროექტი შეარჩია. ფინალურ ეტაპზე გადასული გუნდები 2017 წლის ივნისსა და ივლისში აქტიურად იმუშავებენ თავიანთ იდეებზე Impact Hub Tbilisi-ში და მენტორების დახმარებით, რეალისტურ ბიზნესგეგმებს შეიმუშავებენ.
ფინალისტი პროექტები:
- Braille Reader – ელექტრონული წიგნების წამკითხველი უსინათლოთათვის, რომელიც ნებისმიერ ტექსტს სპეციალურად შექმნილ ეკრანზე გამოსახავს
- ააწყვე და გააცოცხლე – ხის ფანქარი და ფაზლი, რომელიც მოზარდებს პატარაობიდანვე უნერგავს ბუნების სიყვარულს და სახალისო თამაშით შეასწავლის მოსაბეზრებელ თეორიულ მასალას
- Sign and Sound – ინოვაციური ხელთათმანი, რომლის მეშვეობითაც სმენისა და მეტყველების შეზღუდვის მქონე პირებს ეფექტური კომუნიკაცია ექნებათ საზოგადოებასთან.
- Spectrum – ბიზნესიდეა, რომელიც მოემსახურება ნაცრისფერი ქალაქის გალამაზებას გრაფიტის საშუალებით და მხარს დაუჭერს ახალგაზრდა არტისტების განვითარებას.
- Book AR – Augmented Reality-ზე დაფუძნებული ინოვაციური აპლიკაცია, რომელიც რადიკალურად შეცვლის თანამედროვე სწავლების მეთოდს, რომელიც მობილური ტელეფონის კამერის საშუალებით მომხმარებელს დაანახებს ტექსტის ძირითად სათქმელს, ორ და სამგანზომილებაში, ვიდეოს, ანიმაციისა და 3D მოდელების დახმარებით.
- Ecoland – მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ნაგვის სანაგვე ყუთში გადაყრისთვის ქულებით დააჯილდოვებს, რაც მოგვიანებით სხვადასხვა პროდუქციაზე გადაიცვლება.
- Ikids – ვებ.გვერდი, რომელიც დაეხმარება ატიპიური განვითარების მქონე ბავშვებს განვითარებასა და გარემოსთან ადაპტაციაში.
- Dark Cafe and Gallery – კაფე-გალერეა, სადაც დასაქმდებიან მხედველობის შეზღუდვის მქონე ადამიანები. გარდა ამისა, კაფეში შეიქმნება სიმულაციური გარემო, სადაც ვიზიტორებს საშუალება ექნებათ შეიგრძნონ როგორია ცხოვრება სინათლის გარეშე. მათ მეგზურობას კაფეში დასაქმებული შშმ პირები გაუწევენ.