ვორქშოფები გაიმართება შემდეგ თემებზე: სოციალური მეწარმეობა და იდეის გენერირება, ბიზნესმოდელის შექმნა, ბიზნესგეგმის შემუშავება. ვორქშოფების საშუალო ხანგრძლივობაა 3-4 საათი და მოიცავს როგორც თეორიულ მასალას, ასევე პრაქტიკულ სავარჯიშოებს. ვორქშოფების სერია ღიაა ყველა მსურველისთვის, იმის მიუხედავად, აპირებს თუ არა ის კონკურსში მონაწილეობის მიღებას და საპროექტო განაცხადის წარმოდგენას.
სოციალური მეწარმეობა
- მონაწილეები გაეცნობიან სოციალური მეწარმეობის პრინციპებსა და კონცეფციას
- სოციალური საწარმოების წარმატებული მაგალითები საქართველოსა და მსოფლიოში
იდეების გენერირება
- მონაწილეები განსაზღვრავენ მათთვის მნიშვნელოვან სოციალურ პრობლემას
- გადანაწილდებიან ჯგუფებად
- დაფიქრდებიან შერჩეული პრობლემების გადაჭრის გზებზე
ბიზნესმოდელი
- მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესმოდელის მნიშვნელობას
- გაეცნობიან სოციალური ბიზნესმოდელის სხვადასხვა ტიპს
- იმუშავებენ კანვასის ბიზნესმოდელის შევსებაზე
ბიზნესგეგმა
- მონაწილეები გაეცნობიან ბიზნესგეგმის მნიშვნელობას და სტრუქტურას
- შექმნიან საკუთარი იდეის ბიზნესგეგმის მონახაზს