Social Impact Award- ის გახსნითი ღონისძიება
9 თებერვალს, Impact Hub Tbilisi-ში გაიმართა პროგრამა Social Impact Award-ის (SIA) გახსნითი ღონისძიება, რომელზეც პროგრამის განმახორციელებლებმა და პარტნიორებმა ისაუბრეს პროგრამისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა კი, […]
9 თებერვალს, Impact Hub Tbilisi-ში გაიმართა პროგრამა Social Impact Award-ის (SIA) გახსნითი ღონისძიება, რომელზეც პროგრამის განმახორციელებლებმა და პარტნიორებმა ისაუბრეს პროგრამისა და მის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ; სოციალური საწარმოების წარმომადგენლებმა კი, ახალგაზრდებს თავიანთი საქმიანობა გააცნეს. პროგრამა Social Impact Award მიზნად ისახავს სტუდენტების განათლებას სოციალური მეწარმეობის მიმართულებით, მათი ინტერესის გაზრდას ამ კუთხით და ახალი, მდგრადი სოციალური საწარმოების შექმნის ხელშეწყობას. Social Impact Award (SIA) ვენის უნივერსიტეტის მიერ შეიქმნა 2009 წელს სტუდენტებისთვის, რომლებიც სამეწარმეო საქმიანობის დაწყებით იყვნენ დაინტერესებულები, მაგრამ ამავდროულად, პოზიტიური ცვლილებების მოტანა სურდათ საზოგადოებისთვის. ევროპის ფონდისა და Impact Hub Tbilisi-ის ერთობლივი ძალისხმევით, პროგრამის განმახორიელებელ ქვეყანათა რიგებს საქართველოც შეემატა. პროგრამის პარტნიორია საქართველოს ბანკი.